რუს ჯარისკაცებს გზა ისევ აებნათ (ვიდეო)

უკრაინის უშიშროების და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ ლუგანსკის ოლქის რაიონ კრასნოდონში რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონის გადაადგილების ამსახველი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს დონეცკის ოლქში 10 რუსი სამხედრო იყო დაკავებული.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა პატრულირების ადგილას რუსულ-უკრაინული საზღვრის მონაკვეთი შემთხვევით გადაკვეთეს. მათ დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=aKdQSFleBSc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები