ნინო გოგოლიძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება
7 ივლისს, 19:00 საათზე, ნინო გოგოლიძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
„ნებისმიერი ნამუშევარი მხატვრის ავტოპორტრეტია და რამდენად ნამდვილია, ამის დანახვაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ნინო გოგოლიძის ავტოპორტრეტი ლაღი, ნათელი და ამავე დროს სიღრმისეული და დამაფიქრებელია. ხშირ შემთხვევაში ნამუშევრის ნაწილი მისი გამოსახულება – ავტოპორტრეტია, მაგრამ იმ ნამუშევრებშიც, სადაც ის გამოკვეთილად არ ჩანს, მაინც ცხადად ვხედავთ მხატვრის სახეს, მის გარეგან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შინაგან სამყაროს.
ნინო თავის არაჩვეულებრივ სამყაროში პირველად გვამოგზაურებს და გვიჩვენებს, როგორები უნდა ვიყოთ ან გვინდა, რომ ვიყოთ – შეიძლება ერთი შეხედვით მარტოები, მაგრამ მაინც გულწრფელები, უშუალოები და სიცოცხლის დამფასებლები“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კურატორი ქეთევან კობახიძე
გამოფენა 20 ივლისამდე გაგრძელდება.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი №36.