საქართველოს პრეზიდენტი ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით – პლეიადით დაჯილდოვდა
სალომე ზურაბიშვილი პლეიადით – ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა. ფრანკოფონიის იდეალების მსახურებაში გამორჩეული ღვაწლისათვის, საერთაშორისო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გადასცა. ზურაბიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე პლენარული სესიის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა და მათთვის მიღება გამართა.