ნინო წილოსანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ქალ პარლამენტართა ქსელის თავმჯდომარეს შეხვდა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ასამბლეის ქალ პარლამენტართა ქსელის თავმჯდომარეს კანადელ დეპუტატს, შანტალ სუსის შეხვდა.

მხარეებმა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების კუთხით კანადის გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრისას საქართველო-კანადას შორის ქალების გაძლიერების კუთხით აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„კანადის გამოცდილება გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებით სამაგალითოა. ქსელის თავმჯდომარემ გაგვიზიარა ის დოკუმენტები, კანონები და ინიციატივები, რომლებმაც რეალობად აქცია არსებითი თანასწორობა კანადაში. ამ შეხვედრამ საფუძველი დაუდო ისეთ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე ქალების გაძლიერების კუთხით არ გვქონია“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები