დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი აღმოჩნდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ნაწილობრივ შეიძლება, საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა. გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი. დაზუსტებით სხვა რამის თქმა დღეისთვის რთულია. დღეს მეუფე შიოს მდგომარეობა ნორმალურია”, – განაცხადა დეკანოზმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს.