“გავაგრძელებ შეხვედრებს, თუ უნდა ჩავსულიყავი 150-160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით” – ლევან ხაბეიშვილი

“გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ასე ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150, 160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი. ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში. დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან, მოსახლეობასთან ერთად, ვაპირებთ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცოდეს, გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150, 160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც პენსიონერებს ხვდებოდნენ საგარეჯოში, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები