მიხეილ სარჯველაძე: არ ვიცი, რომელ აუდიტორიაზეა გათვლილი პოდოლიაკის განცხადება

“არ ვიცი, რომელ აუდიტორიაზეა გათვლილი პოდოლიაკის განცხადება, რითაც უარყოფს, რომ მეორე ფრონტზე განცხადებები არ გაუკეთებიათ”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის იმ განცხადებას, რომლის მიხედვით, „ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინას საქართველოსგან არასდროს მოუთხოვია მეორე ფრონტი“.

სარჯველაძის შეფასებით, საქართველოში მათი განცხადებები ყველას ახსოვს.

“არაერთი განცხადება იყო, სადაც საქართველოს ომის გამართვისკენ მოუწოდებდნენ. მათ შორის იყო დანილოვის, არესტოვიჩის განცხადებები, რომ სააკაშვილს ამის გაკეთება შეუძლია. არ ვიცი, რა აუდიტორიაზეა გათვლილი პოდოლიაკის განცხადება, რითაც უარყოფს, რომ მეორე ფრონტზე განცხადებები არ გაუკეთებიათ. საქართველოში ეს ვინმესთვის დასაჯერებელი ვერ იქნება, რადგან მათი განცხადებები ყველას ახსოვს. თუ სხვა რამეს გულისხმობდნენ, ალბათ, განცხადება უნდა გაეკეთებინათ დიდი ხნით ადრე, როცა ამაზე საუბარი დაიწყო და არა ახლა, როცა ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები