“მცდარი იყო უკრაინის პრეზიდენტის მიერ საკითხის ასე დაყენება, რომ ურთიერთობას გავიფუჭებ თქვენთან, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ” – იაგო ხვიჩია

„საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თემას უკრაინასთან, ამ სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭებას არჩევს. ეს არის მცდარი ისევე, როგორც მცდარი იყო უკრაინის პრეზიდენტის მიერ საკითხის ასე დაყენება, რომ ურთიერთობას გავიფუჭებ თქვენთან, თუ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თემას ამ ქვეყნის ინტერესებს სწირავს. მიხეილ სააკაშვილი, რომ დაიჭირეს პირველივე დღეს ვიძახდით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადააგზავნეთ, რათა არ შევაფერხოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი.

მე ახლაც ამას გავაკეთებდი, გადავაგზავნიდი მიხეილ სააკაშვილს შეფუთულს საზღვარგარეთ სამკურნალოდ და სანაცვლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვთხოვდი 12-პუნქტიან გეგმაზე მხარდაჭერას და კონსენსუსს ევროინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები