სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში 2,5 მილიარდი დოლარი დაჯდა

ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის „თავდაცვის ზოლის“ ღირებულება 9 მილიარდ შეკელს (2,5 მილიარდ დოლარს) აჭარბებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იაალონმა განაცხადა, – წერს „იტარ-ტასი“. იაალონმა აღნიშნა, რომ „ტერორიზმთან ბრძოლა – ძვირი საქმიანობაა“. გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ხარჯები გამართლებულია.
შეგახსენებთ, რომ ოპერაცია „თავდაცვის ზოლი“ 8 ივლისიდან 26 აგვისტომდე, 50 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროის მანძილზე ღაზას სექტორში 2140 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 11 000 კი დაიჭრა. ისრაელის მონაცემებით, ოპერაციის შედეგად 750 მეტი პალესტინის მებრძოლი იყო ლიკვიდირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები