მიხეილ სარჯველაძე: „თავდაცვის კოდექსს“ ვინც ეწინააღმდეგება, არგუმენტების დეფიციტი აქვს

„თავდაცვის კოდექსს“ ვინც ეწინააღმდეგება, არგუმენტების დეფიციტი აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ცვლილებებზე პირველივე შესაძლებლობისთანავე იმსჯელებენ.

„ამაში იმას ვგულისხმობ, რომ არასწორ ინტერპრეტაციებს აკეთებენ და კონტრარგუმენტების დასახელება უჭირთ. მათი ანტაგოლიზმი განპირობებულია არა იმით, რომ კანონპროექტში რაიმეს პრობლემურს ხედავენ, არამედ ეს არის მათ მიერ მოგონილი მანკიერი პრაქტიკის მოსპობის რეალური მცდელობა და ცვლილებების მიღების ხელშეშლას ცდილობენ. ხელშეშლისთვის აქვთ არა არგუმენტები, არამედ ამის შენიღბვა სხვა ფაქტორებით უწევთ. გუშინ პარლამენტს სხდომის გახსნის საშუალება არ მიეცა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა. ცვლილებებზე მსჯელობა პირველივე შესაძლებლობაზე იქნება და საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი“,- განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები