გიორგი ამილახვარმა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და USAID ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების ორწლიან პროგრამას იწყებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროექტის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში, საავიაციო უნივერსიტეტსა და USAID-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ტეფნაძემ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორმა დევიდ ბლოოდმა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ტექნიკოსებისა და აეროდრომების ექსპლუატაციის სპეციალისტთა მოსამზადებელი ახალი პროფესიული პროგრამების შემუშავებას, უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის თანამედროვე სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარებასა და დარგის მოდერნიზაციას.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და USAID-ის ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ალან ფერსელმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული უნარების სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები