“სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხზე ინფორმაცია შესაძლოა, დახურული სხდომის ფორმატში მოვისმინოთ” – გიორგი კახიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხზე ინფორმაცია შესაძლოა, დახურული სხდომის ფორმატში მოისმინონ.

„თქვენ მეუბნებით, რომ სუს-ის ანგარიშის თანახმად, თითქოს, რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, მე ამას ვერ დავადასტურებ. იქნება მოსმენა და თუ ეს ასეა, გახდება ცნობილი და ბუნებრივია, კითხვები გაჩნდება. მე პირადად არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, ეს ისეთი საკითხი იყოს, დახურული სხდომის ფორმატში კითხვების დასმაც გახდეს საჭირო. ასე რომ, ვინაიდან მე არ მაქვს მეტი ინფორმაცია, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – განაცხადა კახიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რა განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები