გიორგი ვოლსკი: უკრაინისთვის საგანგებო თემაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ამას არც მალავენ

“უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის ახალი ტალღა წარმოიშვას”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის საგანგებო თემაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ამას არც მალავენ.

„უკრაინის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილება არის მიღებული. ეს უსამართლოსთან ერთად უსაფუძვლოცაა, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელი და გულდასაწყვეტია. უკრაინაში კარგად იციან, თუ რაოდენ მძლავრი პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს საქართველოსთვის ყველა კრიტიკულ მომენტში.

უკრაინისთვის საგანგებო თემაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ამას არც მალავენ. საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო და მოხალისეების წასვლას ორგანიზება არ გაუკეთა და უკრაინამ ელჩი მაშინ გაიწვია, როცა აშკარა პოლიტიკურ თემებზე საუბარი საერთოდ არ იყო. „შავ ხვრელებთან“ ყბადაღებული თემები მოიგონეს, რაც ტყუილი აღმოჩნდა. შემდეგ კი, ახალი ვერსია „მოხარშეს“, სააკაშვილის „მოწამვლის“, რომელმაც ასევე არ იმუშავა და მას სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა. ახლა მცდელობაა იმის, რომ როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის ახალი ტალღა წარმოიშვას. ეს იმდენად აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური განცხადებებიც არაა საჭირო. „ნაცმოძრაობა“ ამას უკვე ღიად აცხადებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები