„30 მლნ ლარის სესხს მერია იმ კომერციული ბანკიდან აიღებს, რომელიც ყველაზე დაბალ პროცენტს შესთავაზებს“
თბილისი მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 30 მილიონი ლარის სესხის აღებას მერია იმ კომერციული ბანკიდან მოახდენს, რომელიც ყველაზე დაბალ პროცენტს შესთავაზებს. როგორც მერმა ჟურნალისტებთან განმარტა, კომერციული ბანკები კონკურსის წესით შეირჩევა და რომელიც ბანკიც მერიას ყველაზე დაბალ პროცენტს შესთავაზებს, სესხსაც მათგან აიღებს.
დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ სესხის აღება არ დასჭირდებათ, ხოლო თუ ეს აუცილებელი გახდება, მომავალი წლის ბიუჯეტით შეძლებენ აღებული სესხის დაფარვას. თბილისის მერი ასევე ურჩევს ყოფილ მაღალჩინოსნებს, ამჟამად საკრებულოს წევრებს ეყოთ ვაჟკაცობა და დაასახელონ 7 თვის განმავლობაში, თუ რა მოცულობის პრემია აიღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარმანია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში თავად დაასახელებს ამ ციფრებს.