ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ნაცმოძრაობასთან“ არაფერი საერთო არ შეიძლება, გვქონდეს, მაგრამ იმდენად ცხადია, რომ „თავდაცვის კოდექსის“ მიღება არ შეიძლება, ერთად ვმუშაობთ

„თავდაცვის კოდექსი“ ძალიან ამორალური კანონია და თავდაცვასთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირ მექანიზმს გამოიყენებენ, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდეს.

„ყველა, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ამ საქმეში, ხვდება, რომ ამ „თავდაცვის კოდექსის“ მიღება არ შეიძლება. ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად, რომ ვმუშაობთ ეს ხომ რაღაცაზე მიუთითებს. არაფერი საერთო შეიძლება არ გვქონდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვჩხუბობდეთ და ერთმანეთს ვლანძღავდეთ, მაგრამ იმდენად ცხადია, რომ ეს კოდექსი არ შეიძლება მიღებული იყოს, რომ ერთად ვმუშაობთ. თუ ასე გავაგრძელებთ, შეიძლება, წლის ბოლომდე გაიწელოს, თუ წლის ბოლომდე გაიწელება, მაშინ ამას არასდროს აღარ მიიღებენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები