ზელენსკის მიერ კონსულტაციებისთვის გამოშვებული ქართველი დიპლომატი კიევიდან თბილისში დღეს დაბრუნდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოში კონსულტაციებისთვის გამოშვებული ქართველი დიპლომატი, გიორგი ზაქარაშვილი კიევიდან თბილისში დღეს დაბრუნდება.

როგორც „ქრონიკასთან“ საუბრისას ზაქარაშვილი აღნიშნავს, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე, მან კოლეგებს დეტალურად აუხსნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის დეტალები.

ელჩის განცხადებით, ის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ამ პოზიციას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც ამყარებს.

ელჩისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა დღეს, 12 საათამდე იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები