რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი: პუტინი და პოროშენკო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ შეთანხმებულან
ვლადიმერ პუტინი და პეტრე პოროშენკო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ შეთანხმებულან, რადგან რუსეთი კონფლიქტის მხარე არ არის. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მოაგვარონ ეს კონფლიქტი.