იაპონიის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა
იაპონიის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი“ ავრცელებს. მინისტრთა კაბინეტის გადადგომა პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მოითხოვა. გადამდგარი მთავრობა ფორმალურად საკუთარი მოვალეობის შესრულებას დღის მეორე ნახევრამდე გააგრძელებს. სავარაუდოდ, მინისტრთა ახალი კაბინეტი ჩამოყალიბდება, რომლის შემადგენლობაში პრემიერის გადაწყვეტილებით, 11 ახალი მინისტრი იქნება. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში, სავარაუდოდ, მინიმუმ 5 მინისტრი-ქალბატონი იქნება.