იან მაკსინი თბილისში – მაგიური მუსიკალური მოგზაურობა დროსა და სივრცის მიღმა
8 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იან მაკსინის კონცერტი გაიმართება. მსოფლიოში აღიარებული, სახელგანთქმული ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და პოლიგლოტი-ვოკალისტი იან მაკსინი თბილისს მსოფლიო ტურის ფარგლებში ესტუმრება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს იქნება მაგიური მუსიკალური მოგზაურობა დროსა და სივრცის მიღმა.
„ბახიდან ბლუზამდე და დასავლეთ აფრიკული მოტივებიდან არგენტინულ ტანგო-ნუოვომდე, იან მაქსინი მსოფლიო მუსიკის უაღრესად მრავალფეროვან და უკიდურესად განსხვავებულ ჟანრებს აერთიანებს და ჩელოს ჯადოქრულ ჰანგებად აქცევს.
მისი საავტორო კომპოზიციები ბალკანური, თურქულ-მონღოლური, ახლო აღმოსავლური და დასავლეთ აფრიკული მოტივების ნაზავია, გამდიდრებული კლასიკური მუსიკისა და ეთნოჯაზის ელემენტებით. Loop pedal-ის და სხვა ეფექტების გამოყენებით, იან მაქსინი, თავის ინსტრუმენტს ვირტუალური ორკესტრის ჟღერადობას სძენს. 30 ენაზე ამღერებული მუსიკოსი,მსოფლიოს გარშემო გამოგზაურებთ ქართული, სომხური, ფრანგული, იტალიური, უკრაინული, პოლონური, ესპანური, სპარსული და სხვა კულტურათა ათასწლოვანი ეპოქების გავლით“, – ნათქვამია ინფორმაციაში