პოროშენკომ და პუტინმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღეს
პეტრე პოროშენკოს და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების შედეგად დონბასში ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში პოროშენკოს პრესსსამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა.
როგორც ცნობილი გახდა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმ ნაბიჯების გადადგმის თაობაზე, რომლებიც მშვიდობის დამყარებას შეუწყობენ ხელს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პოროშენკომ დონბასში 7 დღით ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ ინიცირება 20 ივნისის 22 საათიდან გააკეთა. თუმცა ამის შემდეგ ტერორისტებმა მაშინვე ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებზე თავდასხმა განაგრძეს.