დავით ხრიკულის საქველმოქმედო სოლო კონცერტი გაიმართება
8 ივლისს, 19:30 საათზე, ფონდი „იავნანა“ და „კონცეპტArt” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში წარმოადგენს ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსის, პიანისტ დავით ხრიკულის საქველმოქმედო სოლო კონცერტს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაშია:
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – 28-ე სონატა, თხზ.101;
იოჰანეს ბრამსი – 7 ფანტაზია, თხზ. 116;
ალექსანდრე სკრიაბინი – ენიგმა თხზ.52, მე-7 სონატა, თხზ.64 „თეთრი მესა”;
მორის რაველი – კეთილშობილი და სენტიმენტალური ვალსები;
ფერენც ლისტი-ვ. ჰოროვიცი – უნგრული რაფსოდია, „მარში-რაკოცი“.
დავით ხრიკულმა დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“, პროფესორ რევაზ თავაძის ხელმძღვანელობით. სწავლა განაგრძო მადრიდში, დედოფალ სოფიას მუსიკალურ სკოლაში. იგი არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
დავით ხრიკულმა I ადგილი მოიპოვა ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსზე „მაკნატუნა“, რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა ახალგაზრდულ საერთაშორისო კონკურსზე ჩინეთში და სხვა.