„ქართველი კომპოზიტორი ქალები“ – ვებპორტალის წარდგენა გაიმართება

5 ივლისს, 18.00 საათზე, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – ისტორიის მუზეუმში  გაიმართება პროექტის „ვებპორტალი – ქართველი კომპოზიტორი ქალები“ წარდგენა..
მომხსენებლები – ირაკლი არეშიძე, რუსუდან თაყაიშვილი.
საორგანიზაციო ჯგუფი – ლელა მაქარაშვილი (პროექტის ავტორი), მერი შეყილაძე, მარიამ ჩიჯავაძე,
თამარ წულუკიძე.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები