ჩეხეთში ნატოს მასშტაბური წვრთნები იწყება

ჩეხეთში ნატოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება. როგორც უცხოური პრესა იუწყება, წვრთნებში 30 საბრძოლო თვითმფრინავი და სახმელეთო სამხედრო ტექნიკის 50 ერთეული იქნება ამოქმედებული.
ნატომ ჩეხეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებს წვრთნების ხელმძღვანელობა პირველად დაავალა. „ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, წვრთნები 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ნატოს სამხედრო წვრთნები 1 სექტემბერს ასევე ლატვიაშიც დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები