ანდერს ფოგ რასმუსენი: კონფლიქტი უკრანის აღმოსავლეთით რეგიონში ყველას, მათ შორის რუსეთსაც დააზარალებს
კონფლიქტი უკრანის აღმოსავლეთით რეგიონში ყველას, მათ შორის რუსეთსაც დააზარალებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საინფორმაციო სააგენტო „უნიანს“ ექსკლიუზიურ ინტერვიუში განუცხადა. რასმუსენი რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან და მისი საზღვრებიდან ჯარების გაყვანისკენ კვლავ მიუწოდებს.
„რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან და მისი საზღვრებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს, შეწყვიტოს შეიარაღება, დაფინანსება და სეპარატისტების სწვლება უკრაინის აღმოსავლეთით, შეწყვიტოს ძალადობრივი დესტაბილიზაცია ქვეყნის და არაკანონიერი და ყირიმის არალეგიტიმური ანექსია“, – აღნიშნა რასმუსენმა.
როგორც რასმუსენი აცხადებს, ის უკრაინაში სიტუაციით ძალიან შეშფოთებულია, რადგან ის სწრაფად იცვლება, რაც ძალიან სახიფათო და არაპროგნოზირებადია.
„რუსულმა სამხედროებმა და ტექნიკამ არაკანონიერად გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. ეს ერთჯერადი ქმედება კი არა, არამედ სახიფათო საქციელის ნაწილია, რომელიც თვეობით გრძელდება უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მიზნით. „ეჭვგარეშეა, რომ რუსული ჯარები უკრაინაში პირდაპირ სამხედრო ოპერაციებს ატარებენ“, – განაცხადა რასმუსენმა.
მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი უელსში 4-5 სექტემბერს ნატოს სამიტის დღის წესრიგში დადგება.