ნანა გოლიაძისა და ნათია აზარაშვილის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
7 ივლისს, 19:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ფონდი „იავნანა“ და „კონცეპტArt” წარმოადგენს ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსის, ფლესტისტ ნანა გოლიაძის საქველმოქმედო სოლო კონცერტს.
ხელმძღვანელი: პროფესორი იოსი არნჰაიმი; პიანისტი – ნათია აზარაშვილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაშია: პ. სანკანის, ფ. შუბერტის, ჟ. დემერსმანის, კ. ელერტის, ჟ. ენესკუს ნაწარმოებები; ხელმძღვანელი: პროფესორი იოსი არნჰაიმი; პიანისტი – ნათია აზარაშვილი.
ნანა გოლიაძემ დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი”, მერი ჟვანიას კლასი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პირველი კურსის დასრულების შემდეგ, 2022 წელს, გახდა იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის სტუდენტი. იგი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის: მე-2 პრემია – „American Protege International woodwind and Brass Competition“, დაჯილდოება და საკონცერტო გამოსვლა გაიმართა ნიუ-იორკში, Carnegie Hall-ში; გრანპრი – მოცარტის საერთაშორისო კონკურსზე, პირველი პრემია – გერმანიის ქალაქ მიულაკერში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე – „Musical Fireworks in Baden-Württemberg“, მესამე პრემია – სოფიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე – „ახალგაზრდა ვირტუოზები”.