უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი მომზადდა
უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი მზად არის და უმავლესობასთან უკვე შეთანხმებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია საპარლამენტო უმცირესობის მოსაზრება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ტექსტი საკამოდ თამამია და მასში ყველაფერზეა საუბარი.
,,იმის მოთხოვნა, რომ დღესვე ომი დავიწყოთ რუსეთთან, ამაზე არ არის საუბარი. მახსოვს, პარლამენტის რამდენიმე წევრი გამოვიდა პირდაპირ ომის მოთხოვნით. მაგრამ მე ეს სერიოზული არ მგონია. ტექსტი დაახლოებით ისეთია, როგორი განცხადებებიც გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემერ – მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტს უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს.