ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6092 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6131 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0039 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8422 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8342 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0080 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.