ეკონომიკის სამინისტრო: საქართველო საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოიყენებს

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი „სტორი 1 ჰესის” მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. „სტორი 1 ჰესი” კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე სტორზე მდებარეობს. სადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლოს გაეშვება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „სტორი 1 ჰესი“ – ს პროექტის წარმატება მთავრობის, ინვესტორისა და ადგილობრივი თემის ეფექტურმა ურთიერთობამ განაპირობა. შედეგად, ყველა მოგებული დარჩა. უშუალოდ სადგურის მშენებლობის პროცესში 130 ადამიანი დასაქმდა, საიდანაც ბევრი ადგილობრივია, სადგურის წლის ბოლომდე ჩაერთვება ერთიანი ენერგეტიკულ ქსელში, სახელმწიფოს კი შეემატება კიდევ ერთი ჰიდროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 33.6 მგვტ-ი, სავარაუდო წლიური გამომუშავება 150 მილიონი კვტ/სთ, ხოლო სავარაუდო ჯამური ინვესტიცია კი 45 მილიონი აშშ დოლარია,“ – განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მხარდაჭერის სქემით კიდევ არაერთი ენერგეტიკული ობიექტი აშენდება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას. მისი თქმით, საქართველო საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებს ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოიყენებს.

„სტორი 1 ჰესი“ – ს ექსპლუატაციაში გასვლის შემდეგ, ინვესტორი კომპანია სოფელ ლეჩურის მოსახლეობისთვის სოციალური შეღავათებს დააწესებს. აქამდე, უკვე გარემონტდა ადგილობრივი სკოლა, რესტავრაცია ჩაუტარდა სოფლის სალოცავს, განახლდა სოფლის გზები და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები