ევროკავშირმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი შესაძლოა, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადოს

ევროკავშირმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შესაძლოა, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარასკევს, 5 სექტემბერს, ევროკავშირმა შესაძლოა, მკვეთრად გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან, ევროკავშირი ამზადებს სანქციებს ფინანსების და ტექნოლოგიების სფეროებში. ახალი სანქციები დღეს, 3 სექტემბერს იქნება მომზადებული, პარასკევს, 5 სექტემბერს კი ევროკავშირი საბოლოოდ დაამტკიცებს მოქმედების გეგმას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი აგრესიის საპასუხოდ. გარდა ამისა, სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, რუსეთის შესაძლო გამოთიშვა საერთაშორისო ტრანზაქციის ქსელ “SWIFT”-იდან ევროპამ ძალზედ რადიკალურად ჩათვალა. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები