კონკურსი ემიგრანტებზე დაწერილი სიმღერის ვიდეოკლიპისთვის

   არასამთავრობო ორგანიზაცია “გაერთიანებული ემიგრანტები“ ემიგრანტებზე დაწერილი სიმღერის ვიდეოკლიპზე კონკურსს აცხადებს. სიმღერის ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე, კომპოზიტორი,- ლილიკო ნემსაძე, სიმღერას ჯგუფი ,,სეიშენი“ ასრულებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ზვიად ზვიადაძის განცხადებით: “ამ სიმღერას ვუძღვნით ყველას, ვისაც საქართველო უყვარს და ენატრება. გთხოვთ, თქვენი ნამუშევრები “გაერთიანებული ემიგრანტების” ფეისბუქის გვერდზე 2014 წლის 10 აპრილამდე ატვირთოთ. გამარჯვებული „ლაიქების“რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება.“
გამარჯვებულს 2014 წლის 15 აპრილს პერსონალური კომპიუტერი გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები