თბილისის ბალეტის ფესტივალი „კარმინა ბურანას“ ჩვენებით დაიხურება
თბილისის საბალეტო ფესტივალი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია, 28 ივნისს გაიხსნა და 9 ივლისს დაიხურება.
ოპერის თეატრის ინფორმაციით, 8 და 9 ივლისს ფესტივალი დაიხურება კარლ ორფის მუსიკაზე ახალგაზრდა ქორეოგრაფის ილია ჟივოის ერთმოქმედებიანი ბალეტით – „კარმინა ბურანა“, რომლის პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში, დიდი წარმატებით, ოპერის თეატრის სცენაზე გაიმართა.
.„კარმინა ბურანას“ მსოფლიო პრემიერა გასულ წელს, 28 ოქტომბერს შედგა!
სპექტაკლს დიდი წარმატება ჰქონდა იტალიაში, ტურინში, სადაც საბალეტო დასთან ერთად ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები და ტურინის თეატრის გუნდი და ორკესტრი მონაწილეობდა.
„კარმინა ბურანას“ ჩვენებით დაიხურება თბილისის ბალეტის ფესტივალი.
ბალეტის სოლისტები არიან: ნინო სამადაშვილი, ლაურა ფერნანდესი, მარიამ ელოშვილი, ეფე ბურაკი, პაპუნა კაპანაძე, კაიტო ჰოსოია;
სოპრანო – მარიკა მაჩიტიძე, მარიანა ბერიძე.
ტენორი – მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ხოფერია, ბარიტონი – ზაზა ხელაია, მამუკა ლომიძე.
დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
ფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა და წელს მეოთხედ ტარდება.
საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, უცხოეთის სხვადასხვა თეატრში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული უკრაინული საბალეტო დასი. სპექტაკლები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იმართება.