ბადრი ვადაჭკორია: ტყიბულმა, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ნაცრისფერ უსახურ ქალაქად მახსოვდა, გამაოგნებელი შთაბეჭდილება დატოვა

ფოტო :ბადრი ვადაჭკორია

ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია ტყიბულში გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც ფოტოგრაფი წერს, “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

“ტყიბულმა, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ნაცრისფერ უსახურ ქალაქად მახსოვდა, ახლად ჩასულზე, (24.06.23) გამაოგნებელი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს, ევროპულ ქალაქში ამოვყავი მოულოდნელად თავი… აქაც მოვიშველიოთ ოფიციალური ინფორმაცია:

“საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ტყიბულში, დასრულდა გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები.

პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე 39 მრავალსართულიან შენობას, განახლდა გარე ფასადები, შენობებზე მოეწყო თბოსაიზოლაციო კომპონენტები და არსებული კარ-ფანჯრი იზოპროფილის ვიტრაჟებით შეიცვალა. გამსახურდიას ქუჩის გამყოფ ზოლზე, ასევე, მოეწყო გამწვანება, განახლდა ტროტუარები, ხოლო გელათის ქუჩაზე მდინარის ორივე მხარეს მოაჯირები.

ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპის სამუშაოები და რეაბილიტაცია უტარდება 3 შენობას, სკვერს და გამსახურდიას ქუჩაზე არსებულ ღობეებს.

„განახლებული რეგიონების“4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.”

ჩემი თუ არ გჯერათ, ჩადით, მოინახულეთ!”, – წერს ბადრი ვადაჭკორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები