რუსი სამხედროები ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელ სამხრეთ ნაწილს აკონტროლებენ
ბრძოლის ზონაში დონბასში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. რუსი სამხედროები ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელ სამხრეთ ნაწილს აკონტროლებენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობას“ კოორდინატორის დიმიტრი ტიმჩუკზე დაყრდნობით იუწყება.
„უკრაინელი სამხედროების უკან გადაწევის შედეგად რუსულმა ტერორისტულმა ძალებმა საკუთარი კონტროლის ქვეშ ლუგანსკის ოლქის ფაქტობრივად მთელი სამხრეთ ნაწილი აიღეს. ისინი ასევე ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილს უახლოვდებიან“, – წერს ტიმჩუკი და აღნიშნავს, რომ დონბასში სიტუაცია ძალზედ დაძაბულია.
ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ მონაცემებით, რუსი ოკუპანტები ასევე დონეცკის ოლქის ტერიტორიების აღებას ცდილობენ. დიმიტრი ტიმჩუკის თქმით, გასული ღამის განმავლობაში რუსი სამხედროების მხრიდან ცეცხლი 20-ჯერ გაიხსნა.