გიორგი მამაცაშვილი – ანა ნაცვლიშვილს: ჯალათთა შთამომავლები ხართ!

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და პარტია „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს მიმართავს:

„არცერთი თანამდებობა და არცერთი პროფესია არ ღირს დუმილად.

მეტიც: ნებისმიერი ფორმით ღირს და აუცილებელიცაა მსგავს სიბინძურეებზე ხმის ამოღება!

საკმარისია!

ამ მართლა ქურქუმალებისა და ქოლცენტრებად ქცეული პარტიული დანაყოფებით ხალხსაც ძარცვავენ და ქვეყანასაც აზიანებენ!

ვანო მერაბიშვილზე, დავით კეზერაშვილზე, კუპონა გოცირიძეზე და უსამშობლოთა ძველ გვარდიაზე აღარც ღირს საუბარი…

დიახ, სათქმელიც ბევრია და ამ მართლა მოღალატეთა ხროვის ბოდვებზეც შეიძლება კომენტარების კეთება, მაგრამ დღეს სხვა რამეზე მინდა ორიოდე სიტყვის თქმა.

აკი ვამბობდი, დღეს დუმილი მართლა დანაშაულის ტოლფასია-მეთქი.

მით უფრო, – დუმილი ყაჩაღბანკირი და მერაბ კოსტავასთვის ხელის დამრტყმელი მამუკა ხაზარაძის ხელისგოგოს უტიფარ და უზნეო განცხადებაზე!

არ ეყოთ ამ ნაძირლებს ღარიბაშვილის სახლთან დარაჯი და ბავშვების ბულინგი და დღეს პირდაპირ და ღიად, უტიფრად და ბინძურად შეეხნენ ირაკლი ღარიბაშვილის შვილს!

შვილებზე დაიწყეს ბინძური შეტევა ამ მიშათმავლებმა და მიშას გვარამიას სიტყვების ნამდვილმა ადრესატებმა!

„რძალო, შენ გეუბნები და მულო, შენ გაიგონეო“ – ნათქვამია და დიახ, გვარამიამ სალომე ზურაბიშვილი ახსენა, როცა ახსენა და ესენი სწორედ კოლექტიური ზურაბიშვილები არიან!

ისეთები არიან, ვერანაირი ბოდიში ვერ გაწმინდავს მათ სიბინძურეს.

ეს ის შემთხვევაა, მამუკა ხაზარაძის შვილზეც ასეთივე სიბინძურით რომ საუბრობდეს ქაჯად ქცეული ქალი ანა ნაცვლიშვილი, ამასაც გავაპროტესტებდი.

ამათ ჰგონიათ, მიშა „ვივამედში“ დადეს და ლელო – პარლამენტში.

ამათ ლელოს დადება შვილების ლანძღვა ჰგონიათ.

არადა, სასტიკად ცდებიან – ლელოს სხვანაირად დაუდებს ქართველი ერი ამ ნაძირლებს და ხაზარაძეც გვერდზე დარჩებათ და ხაზარაძის პარტიული ხაზებიც!

წითლიძე, ხოშტარია, ნაცვლიშვილი ვერასდროს დადგებიან თინა წავკისელის და მაია წყნეთელის გვერდით.

ვერასდროს.

მათი სახელი მიშათმავალი ლეგიონია და ამ ლეგიონის პარტიულ პრიმიტივებად დარჩებიან სამუდამოდ!

ან მანამდე მაინც, ვიდრე მათი ბელადი „აღდგება“…

დიახ, ანა ნაცვლიშვილის თამადობით, ჯალათთა პოლიტიკური შთამომავლები ხართ და სისხლზე გადიხართ დილა-საღამოს, ოღონდ რამით დააზარალოთ ეს ქვეყანა.

თქვენთვის ქვეყანა და ჩვენთვის – სამშობლო!

ეჰ, რატომ არა ვარ მეფე გიორგი?!“, – წერს გიორგი მამაცაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები