ალჟირში ავიაკატასტროფას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

  ალჟირში ავიაკატასტროფის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ უმ-ელ-ბავაკში განიცადა. თვითმფრინავით სამხედროების ოჯახის წევრები გადაჰყავდათ. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტრფის მიზეზი უამინდობა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები