ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე ევროპაში, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი წამყვანი ქვეყნების ჩართულნი არიან ამ პროცესში და ისინი მხარს გვიჭერენ, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს სტატუსი

მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი წამყვანი ქვეყნების ჩართულნი არიან ამ პროცესში და ისინი მხარს გვიჭერენ, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს სტატუსი.

„ჩვენ ველით გონივრულ, ბრძნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე ევროპაში. ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი წამყვანი ქვეყნების ჩართულნი არიან ამ პროცესში და ისინი მხარს გვიჭერენ, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. მესამე არგუმენტი, რაც მე ჩვენს კოლეგებს ვუთხარი, არის შემდეგი – ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არ შესრულდა ისევ და ისევ ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციის დესტრუქციული საბოტაჟის, ბოიკოტის გამო, ეს არის პოლარიზაციის შემცირება, ზოგადად დასრულება, დასრულება ალბათ შეუძლებელია, მოგეხსენებათ, პოლარიზაცია ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ შემცირებისთვის ერთ-ერთი მთავარი, წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სწორედ სტატუსის მინიჭება. მე მათ ვუთხარი და ღიად მითქვამს ეს, რომ თუ რეალურად ისინი არიან დაინტერესებულნი და მჯერა, არიან დაინტერესებულნი, რომ შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში, ქვეყანამ და ხალხმა უნდა მიიღოს და ჩვენმა მთავრობამ უნდა მიიღოს სტატუსი. ეს არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ამ ხელმოცარული ოპოზიციის არის ევროპული პერსპექტივა, ზოგადად, ევროპული დღის წესრიგი, რომლისთვისაც მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, არაფერი საერთოდ. შეგახსენებთ, რომ როდესაც დაიწყო უკრაინამ და მოლდოვამ ასოცირებაზე მუშაობა, მათ შორის, უვიზო რეჟიმზე, ჩვენ სამი წლის დაგვიანებით, ჰკითხეთ მათ, რატომ დაიწყეს სამი წლის დაგვიანებით ეს პროცესი. ეს იყო ბოიკოტი, რატომ, ღიად გამოვიდა მათი ბელადი და თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიმართულება უნდა ყოფილიყო სინგაპურიზაცია, არა ევროპეიზაცია, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ მთავარ დღის წესრიგად მოსვლის დღიდან და არა მხოლოდ გამოვაცხადეთ, არამედ კონკრეტული შედეგები მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას. მათი ამოცანა იყო სინგაპურიზაცია. ეს, რა თქმა უნდა, არა ამის კლასიკური გაგებით, არამედ დამახინჯებული, ფსევდოსინგაპურიზაცია, იმიტომ, რომ სინგაპური მართლაც საოცარი ქვეყანაა. მაგრამ მე ვუბრუნდები ამ საკითხს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, წინა ხელისუფლებას, რომლებიც დღეს გამოდიან და თავს წარმოაჩენენ თითქოს ძალიან დიდი პროევროპელები არიან და რეალურად სურს რაღაც ქვეყნის ევროპეიზაცია, არაფერი არ გაუკეთებიათ. ამიტომაც, მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები