„ტრადიციისა და გამოსახულების კვეთაზე“ – გამოფენა გაიხსნება
5 – 25 ივლისს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჯგუფური გამოფენა – „ტრადიციისა და გამოსახულების კვეთაზე“ გაიხსნება.
გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები: ლეილა გრიგოლია, ლუკა გუგუშვილი, ნინო ინჯია, თედო რეხვიაშვილი, ირაკლი ტოკლიკიშვილი, თორნიკე ჭაფოძე.
კურატორი – სოფო კოლხიდაშვილი
„გამოფენა წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების ასპარეზზე ბეჭდვითი მედიუმების მუდმივ მიმზიდველობას და რელევანტურობას. აერთიანებს გრავირების, ლითოგრაფიის, მეცოტინტოს, ქსილოგრაფიის, ხეზე ნაბეჭდი გრავიურების, ლინოგრავიურის მარადიულ მედიუმებს.
ეპატიჟება მაყურებელს – ბეჭდვის დეტალებით სავსე მომნუსხველ სამყაროში, სადაც ტექნიკის ოსტატობა თანამედროვეობასთან და ინოვაციასთან იკვეთება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.