“ისლამური ხალიფატის” ტერორისტებმა კიდევ ერთ ჟურნალისტს მოაჭრეს თავი

სანამ მთელი მსოფლიო არკვევდა ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის მოკვლის ფაქტს  „ისლამური ხალიფატის“ ტერორისტებმა კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტის, რეპორტიორ სტივენ სოტლოფის მკვლელობის ვიდეო გაავრცელეს. ამჯერად ტერორისტებმა შეასრულეს თავიანთი მუქარა, რომელიც ფოულის სიკვდილის დასჯის ვიდეოში იყო გაჟღერებული. დღეს ორგანიზაცია „SITE“-მ, რომელიც ინტერნეტში ისლამისტების აქტიურობის მონიტორინგს ახორციელებს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ისლამური ხალიფატის“ რადიკალმა ისლამისტებმა თავი მოაჭრეს მეორე ამერიკელ ჟურნალისტს სტივენ სოტლოფს. ორგანიზაციის მონაცემებით, სიკვდილით დასჯის ამსახველ ვიდეოში ტერორისტებმა განაცხადეს, რომ შემდეგ დიდი ბრიტანეთის მკვიდრ დევიდ ჰეისს დასჯიან.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ ვიდეოს ნამდვილობა, რომელზეც ჟურნალისტ სტივენ სოტლოფის სიკვდილით დასჯაა ასახული. „ამ ტრიბუნიდან მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ცნობა, მაგრამ ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით საფრთხეს, რომელიც „ისლამური ხალიფატიდან“ გამომდინარეობს“, – განაცხადა ერნესტმა.
წყარო: russian.rt.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები