საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 4,4 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, ფონდი უკრაინას ამჟამად 1,7 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო თუკი კიევი შეთანხმების პირობებს შეასრულებს, დეკემბრის შუა რიცხვებისათვის კიდევ 2,7 მილიარდს გამოუყოფს. გარდა ამისა, ფონდი მზადაა დაუშვას პირობებისაგან გადახვევა, თუკი კიევი „საკომპენსაციო ზომებს“ დათანხმდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით ამ პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკრაინას იმ შემთხვევაში ეყოფა, თუკი საბრძოლო მოქმედებები უახლოეს თვეებში დასულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინას მოუწევს ახალი კრედიტორები და დონორები ეძიოს. ფონდის წარმომადგენელთა აზრით თუკი საბრძოლო მოქმედებები 2015 წელს მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, მიმდინარე 17 მილიარდიანი საკრედიტო პროგრამის გარდა უკრაინას კიდევ 19 მილიარდი დასჭირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, უკრაინა წლის ბოლომდე აპირებს 1,1 მილიარდი აშშ დოლარის ბონდის გამოშვებას და კარგი შანსი აქვს ორმხრივი კრედიტორებისაგან კიდევ 900 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვოს.
მომზადებულია reuters.com-ის მასალების მიხედვით.