რუსეთისაგან თავდასაცავად ესტონეთი თავის ტერიტორიაზე NATO-ს მუდმივ ბაზას ითხოვს
რუსეთისაგან თავდასაცავად ესტონეთს სურს მის ტერიტორიაზე NATO-ს მუდმივი ბაზა შეიქმნას და ამით დაამშვიდოს ისინი, ვინც თვლის რომ უკრაინის შემდეგ კრემლის შემდგომი სამიზნე ბალტიის ქვეყნები გახდება, ეს განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკმა გააკეთა. „ჩვენ არ უნდა გავყოთ „ნატოს“ წევრები ორ კატეგორიად – წევრები ბაზებით და მათ გარეშე . ეს არასწორ სიგალს გაუგზავნის პოტენციურ აგრესორს“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
წყარო: reuters.com