ევროკავშირმა რუსეთისთვის გაძლიერებული სანქციები მოამზადა

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთს გაძლიერებული სანქციები მოუმზადა. სანქციების ახალი პაკეტის შესახებ ევროკავშირში გადაწყვეტილებას პარასკევს, 5 სექტემბერს მიიღებენ, – წერს სააგენტო „რეიტერი“. ცნობილია, რომ სანქციები ოთხ სექტორს შეეხება, მათ შორის თავდაცვის სექტორს, ორმაგი დანიშნულების პროდუქციას და ფინანსებს.
„ევროკავშირის ელჩები ხუთშაბათს და პარასკევს შეხვდებიან ერთმანეთს, გადაწყვეტილება კი პარასკევს იქნება მიღებული. ჩვენ მძაფრი რეაგირება უნდა მოვახდინოთ. საუბარია აგრესიაზე და, ვფიქრობ, სანქციები პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები