„მუდამ ქართული“ – ფოლკლორული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლმა „მართვემ“, ფოლკლორული სპექტაკლის „მუდამ ქართული“ პრემიერა გამართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის თეატრალური დადგმა, ქართული ფოლკლორის რამდენიმე მიმართულებას – ქართულ ცეკვას, სიმღერას, საკრავებს და ხალხურ ზეპირსიტყვიერებას აერთიანებს.
„პროექტის ორგანიზატორების განმარტებით, სპექტაკლი „მუდამ ქართული“ მოგვითხრობს ქართულ ტრადიციებზე, ისტორიაზე, გმირობაზე, ადამიანის რწმენასა და სიყვარულზე, მომავლის იმედზე.
„მართვეს“ ფოლკლორულ თეატრალურ დადგმას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხედებმა და სპექტაკლის შინაარსის ავთენტიკურმა გარემომ.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.