უკრაინაში საკუთარი სახლი 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც უკრაინის აღმოსავლეთით შეიარაღებული ბრძოლის შედეგად საკუთარი სახლები დატოვეს, 1 მილიონს აჭარბებს. გაეროს ამ ოფიციალურ მონაცემებს „იტარ-ტასი“ აქვეყნებს. გაეროს ინფორმაციითვე, იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის 814 000 უკრაინელია, რომლებიც სხვადასხვა სტატუსით რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. გარდა ამისა, უკრაინის შიგნით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ბოლო სამი კვირის განმავლობაში თითქმის ორჯერ გაიზარდა და 260 000-ს მიაღწია.