შუმახერის მეუღლე: მიხეილი გამოჯანმრთელების პროცესშია

ავტომრბოლელის, „ფორმულა 1“-ში შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ მისმა მეუღლემ კორინმა განაცხადა.
„ის უკეთ და უკეთ ხდება. რასაკვირველია, პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მიხეილი უკეთესადაა“, – ამბობს კორინა. ამ ინფორმაციას „იტარ-ტასი“ აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ შუმახერი 2013 წლის დეკემბერში ფრანგულ მერიბელში თხილამურებით სრიალის დროს სერიოზულად დაშავდა. მრბოლელმა თავის ტვინის ტრავმა ორივე ნახევარსფეროს მრავალი დაზიანებით და სისხლჩაქცევით მიიღო. შუმახერი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. იგი ოპერაციის შემდეგ ხელოვნურ კომაში ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები