“ევროპის უნივერსიტეტმა” პროექტი – “ვიცნობდეთ საქართველოს” დაიწყო

“ევროპის უნივერსიტეტის” თვითმმართველობის ინიციატივით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით პროექტი სახელწოდებით “ვიცნობდეთ საქართველოს” დაიწყო.

პროექტის მიზანია “ევროპის უნივერსიტეტის” უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ისტორიული ადგილები გააცნოს და მათში ქართული კულტურის შესახებ ცნობადობა გაზარდოს. პროექტის ფარგლებში პირველი ერთდღიანი ტური მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, ყაზბეგში დაიგეგმა.
უცხოელმა სტუდენტებმა ჟინვალის წყალსაცავი, ანანური, გერგეთი, გველეთის ჩანჩქერი და გუდაურის პანორამული ხედი დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები