„როკი 4“-ისა და „მალიბუს მაშველების“ საუნდტრეკების შემსრულებელი ჯიმი ჯემისონი გარდაიცვალა (ვიდეო)

აშშ-ში ცნობილი მუსიკოსი ჯიმი ჯემისონი გარდაიცვალა. ჯემისონი ჯგუფ Survivor-ში მღეროდა, რომელმაც 1980-იანი წლების ჰიტი – “The Eye of the Tiger” ჩაწერა. ეს სიმღერა ფილმ „როკი 4“ -ის საუნდტრეკი გახდა. ფილმის მთავარ როლში სილვესტერ სტალონე თამაშობს. 80-იანების დასაწყისში ჯემისონი ჯგუფ Cobra-ში უკრავდა, რომლის დაშლის შემდეგ ჯგუფ Survivor-ს შეუერთდა. მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემა TMZ-ს შეატყობინა. ჯემისონი 31 აგვისტოს გულის შეტევით საკუთარ სახლში, მემფისში გარდაიცვალა. წინა საღამოს მან თავის ჯგუფთან ერთად კალიფორნიაში კონცერტი ჩაატარა. ჯემისონი 63 წლის იყო. ჯემისონმა შეასრულა უამრავი სიმღერა, რომლებიც უკვე კლასიკადაა ქცეული. აღსანიშნავია, რომ „როკი 4“-ის საუნდტრეკი ჯემისონის კიდევ ერთი სიმღერა “Burning Heart” იყო, რომელიც ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა სილვესტერ სტალონემ თავად შეარჩია იმის შემდეგ, რაც ჯგუფის კომპოზიციები რადიოში მოისმინა. კიდევ ერთი ცნობილი სიმღერა, რომელსაც მუსიკოსი ასრულებდა “I’m Always Here” იყო, – სერიალ „მალიბუს მაშველების“ მთავარი მუსიკალური თემა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ilAJJ3WHg6g” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები