პუტინმა “ვაგნერისთვის” ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადარიცხული თანხა დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კერძო სამხედრო კამპანია “ვაგნერის ჯგუფის”დაფინანსებას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფდა.
ამის შესახებ მან კრემლში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ სულ რაღაც ერთ წელიწადში “ვაგნერს” 86 მილიარდ რუბლზე მეტი გადაურიცხა.
„2022 წლის მაისიდან – 2023 წლის მაისამდე კომპანია „ვაგნერს“ 86 მილიარდ 262 მილიონი რუბლი (2,6 მილიარდ ლარზე მეტი) გადაუხადა მებრძოლების მოვლა-პატრონობისა და წამახალისებელი გადასახადებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.