თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება, სახლში დაბრუნება ან ბელარუსში წასვლა – პუტინის შეთავაზება „ვაგნერის“ მებრძოლებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება, ნათესავებთან და მეგობრებთან დაბრუნება ან ბელარუსში წასვლა შესთავაზა.

„მადლობას ვუხდი იმ ჯარისკაცებსა და „ვაგნერის“ ჯგუფის მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – ძმათამკვლელი სისხლისღვრა არ ჩაიდინეს, ბოლო ხაზზე გაჩერდნენ. დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გააგრძელოთ რუსეთის მსახურება თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ხელშეკრულების გაფორმებით, ან დაუბრუნდნენ ნათესავებსა და მეგობრებს. ვისაც უნდა, შეუძლია ბელარუსში წავიდეს. ჩემი დაპირება შესრულდება“, – განაცხადა პუტინმა.

კრემლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება „რუსი ჯარისკაცების“ არჩევანი, რომლებმაც თავიანთი ტრაგიკული შეცდომა გააცნობიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები