Bloomberg: პრიგოჟინის აჯანყებამ პუტინის იმიჯს უპრეცედენტო დარტყმა მიაყენა
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ბოლო მომენტში მოახერხა მოსკოვში “ვაგნერელების” გამოჩენის არიდება, მისი იმიჯი, როგორც ლიდერის, რომელსაც სრული პოლიტიკური კონტროლი აქვს ქვეყანაზე – ძალიან შეირყა.
ასე აფასებს Bloomberg-ი გასული კვირის მიწურულს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა უგულებელყო არაერთი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მოსკოვს მძიმედ შეიარაღებული “ვაგნერის” მებრძოლები უახლოვდებიან, რამაც შოკში ჩააგდო მისი გარემოცვა.
სამაგიეროდ, რუსეთის ლიდერმა დაქირავებულ მებრძოლებს იმდენად ახლოს მიახლოების უფლება მისცა, რომ რეგიონულ ხელისუფლებას ტანკების გამოყენება და თავდაცვისთვის სამხედროების ჩართვა დასჭირდათ. აღნიშნულმა გააჩინა, ოდესღაც წარმოუდგენელი ეჭვები, პუტინს შესაძლებლობის შესახებ, მართოს ქვეყანა.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მოსკოვსა და დასავლეთში მოვლენის შეფასებები ბევრ რამეში ემთხვევა.
აშშ-სა და ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ პუტინის რეპუტაციას და მის აბსოლუტურ ძალაუფლებას მძიმე ზიანი მიადგა. ევგენი პრიგოჟინთან არაორაზროვანი გარიგება, რომლის შედეგად მან მოსკოვში შესვლაზე უარი თქვა, ამ სტატუს-კვოს არანაირად არ აუქმებს.
“რუსეთის ხელისუფლებაში დაპირისპირება დასრულებული არ არის”, – წერს Bloomberg-ი.