საჯარო მოხელეები, რომლებსაც სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ, მუშაობას 09:30 საათზე დაიწყებენ

საჯარო მოხელეები, რომლებსაც სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ, მუშაობას 09:00 საათის ნაცვლად 09:30 საათზე დაიწყებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მსგავსად, ყველა სახელმწიფო უწყებას აქვს შესაძლებლობა, შიდა რეგულაციის საფუძველზე, საკუთარ თანამშრომლებზე მსგავსი გამონაკლისი დაუშვას. “როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, საჯარო უწყებებში სამუშაო დრო 09.00 საათიდან იწყება. მთავრობის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეთა დიდ ნაწილს ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები და ამ ბავშვების სკოლებში ან საბავშვო ბაღებში მიყვანა და დატოვება ბუნებრივად გამოიწვევს მათ მიერ ახალი სამუშაო გრაფიკის დარღვევას. ამიტომ, შიდა რეგულაციების საფუძველზე, მოხდა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა აღრიცხვა და შესაბამისად, მათთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები